01/06/2023
14:20
პოლიტიკა
„სიმართლე მწარეა, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენ პარტნიორებს არც ჩვენ მეგობრებს, პირიქით, მათთან უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილის კრიტიკა აბსოლუტურად გაუგებარია.
„ჩემთვის გაუგებარი იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკა. ღარიბაშვილი ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ გატარებული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სიმართლე მწარეა, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენ პარტნიორებს არც ჩვენ მეგობრებს, პირიქით, მათთან უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე.
ჩვენ ეს თავის დროზე რომ დაგვეწყო და თავის დროზე რომ გვექნა, დარწმუნებული ვარ, დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება და შეიძლება, ის უბედურებაც არ ყოფილიყო უკრაინაში, რაც დღეს ხდება“, - აცხადებს დედაქალაქის მერი.
0
0