
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, “ვივამედის” ექიმების დღევანდელ განცხადებებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ადვოკატი წერს, რომ კლინიკა თავდაცვის რეჟიმზეა გადასული:
"დღეს ზურა ჩხაიძემ განაცხადა რომ არაფრით არ დაუშვებს კლინიკის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვას .
რას ემსახურებოდა დღევანდელი ბრიფინგი?კლინიკა ,,ვივამედი "გადავიდა თავდაცვის რეჟიმში❗️
სად არის აქ პაცინერის ინტერესები და უფლებები ?ხვდებით ვის ხელშია სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთოება ?
ექიმის ეთიკის კოდექსის თანახმად, „ექიმი პატივს სცემს პაციენტის პიროვნებას, მის კულტურულ, სულიერ და მორალურ ფასეულობებს“.
ყველაფერს აკეთებენ ისედაც მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის.ფიზიკური განადგურება უკვე სახეზეა❗️
მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს ყველა წამყავნი ქვეყნების ლიდერებს ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური ღირებულებაა .
მოუწოდეთ გამოცხადებულ ჯალათებს ვინც მონაწილეონას იღებს ამ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკაში ,შეაჩერონ ეს მარაზმი და მისცენ ადამიანს სიცოცხლის უფლება!
შეგახსენებთ❗️
სიცოცხლის უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიის მე-3 მუხლით. საქართველოს კომნსტიტუციით „ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია!" - წერს შალვა ხაჭაპურიძე.
ადვოკატმა ასევე, ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ ექიმებმა საზოგადოებას სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია “შეაპარეს”:
"ექიმთა ჯგუფმა შემოგვაპარეს ინფორმაცია რასაც ჩვენ თვეებია გავიძახით მიხეილ სააკაშვილი არის მომაკვდავ მდგომარეობაში! ამის გადაბრალება პაციენტზე არის ეთიკის ნაკლებობა და ცინიზმის დემონსტრირება .
სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია," - წერს ადვოკატი.
0
0