როდესაც ენტონი ბლიკენის დონის თანამდებობის პირი აკეთებს ასეთ განცხადებას, ეს არ არის მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი განცხადება, არამედ ეს არის ის ხმამაღალი გზავნილი, რომელსაც, სამწუხაროდ, უნდა აყვნენ ქვეყნების საზოგადოებები, რომლებიც იმ გლობალურ პოლიტკონიუნქტურაში ჯდებიან, რომელსაც ასაზრდოებს, უკაცრავად და, ნარატივი, რომელიც სიგიჟის თეორიებშია გადასული. ამის შესახებ რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა „ნიუ უიორკ პოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.
მისი თქმით, სწორედ აქედან მომდინარეობს ის საფრთხე, რაზეც „ხალხის ძალა“ვსაუბრობს თავვის დღევანდელ განცხადებაში.
„ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში არსებული ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც საზრდოობენ „პოლიტიკური პარაზიტიზმით“, პირდაპირ იმეორებენ ასეთი დირიჟორისგან მიღებულ სიგნალს და შემდეგ ცდილობენ ეს საზოგადოებას მოახვიონ. იქიდან გამომდინარე, რომ ბლინკენი არ აკეთებს ასეთ განცხადბებს მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, ეს არის მწვანე შუქი მსოფლიო საზოგადოებებისთვის, რომლებიც მზად არიან ეს თეორიული სიგიჟეები გატარდეს სხვადასხვა საზოგადოებებში და სახელმწიფოებში. ქართულ საზოგადოებაშიც არიან ამ ნარატივის გამტარებელი პოლიტიკოსები, რომლებიც ეცდებიან ეს ზემაღალ იდეად გაასაღონ“ - განაცხადა ქადაგიძემ რადიო „სივრცის“ ეთერში.
ცნობისთვის, „ნიუ-იორკ პოსტის" მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შიდა მოხმარებისთვის გამოცემულ მიმართვაში თანამშრომლებს მოუწოდა თავი აარიდონ ისეთი პრობლემური სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „დედა", „მამა", ქალბატონებო და ბატონებო", „ვაჟიშვილი", „ქალიშვილი" „ცოლი", „ქმარი".
0
0