22/06/2022
21:14
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში 35 ათასი ათასი აპლიკაციაა შესული, საიდანაც ნახევარი უკვე დასაქმებულია. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
„სიღარიბე შემცირდა, უმუშევრობა შემცირებულია. მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა დავიწყეთ. 35 ათასი აპლიკაციაა შემოსული, ამის ნახევარი უკვე დასაქმებულია, ანუ სულ რაღაც 2 თვეში თითქმის 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით. ასევე კერძო სექტორში არის კარგი მოლოდინები. ამას შენარჩუნება და გაძლიერება სჭირდება. ეს ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგეებს, რა თქმა უნდა, არ ახარებთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ეკონომიკური ზრდა ჩავარდეს, მაგრამ ამის უფლებას არავის მივცემთ“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0