სიერა-ლეონეში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა
A-
+A

გასულ კვირას, სიერა-ლეონეს დედაქალაქ ფრითაუნში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა.
”დაღუპულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა, 63 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია”, - განუცხადა AFP-ს ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ლამარანა ბაჰმა.
სიერა-ლეონეს პრეზიდენტმა, იულიუს მადა ბიომ, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
კატასტროფა 5 ნოემბერს მოხდა, როდესაც ფრითაუნის ინდუსტრიულ უბანში სატვირთო მანქანა ბენზინმზიდს შეეჯახა.
7,5 მილიონიანი მოსახლეობის მქონე დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია - სიერა-ლეონე -მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ აქ უხვად მოიპოვება ბრილიანტი. ქვეყნის ეკონომიკა კვლავ ებრძვის 1991-2002 წლების სამოქალაქო ომისა (რომელმაც 120,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა) და 2013-16 წლის ებოლას ეპიდემიის შედეგებს, რასაც 2020 წელს Covid-19-ის კრიზისიც დაემატა.
0
0
461
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%