03/07/2024
11:01
მსოფლიო
სიერა-ლეონეში, ბავშვთა ქორწინების აკრძალვის შესახებ ახალი კანონი დამტკიცდება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს პირველი ლედის ფატიმა ბიოს მიერ დედაქალაქ ფრითაუნში ორგანიზებულ ცერემონიაზე კაბო-ვერდედან და ნამიბიიდან მოწვეულმა სტუმრებმა, ასევე პრეზიდენტმა იულიუს მადა ბიომ. კანონპორექტის ხელმოწერის პროცესს პრეზიდენტის რვა წლის ქალიშვილიც ესწრებოდა.
იულიუს მადა ბიომ ხაზი გაუსვა მეუღლის ერთგულებას ქალთა უფლებების დაცვაში:
„ჩვენ ერთად გვინდა ავაშენოთ ძლიერი სიერა-ლეონე, სადაც ქალებს მიეცემათ თანაბარი პლატფორმა, რათა თავიანთი პოტენციალი სრულად გამოავლინონ. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ სიერა-ლეონეს მომავალს ქალი განსაზღვრავს,“ - თქვა იულიუს მადა ბიომ.
აშშ-ის აფრიკის საქმეთა ბიურო კანონპროექტის მიღებას მიესალმა:
”ეს მნიშვნელოვანი ეტაპი არა მხოლოდ იცავს გოგონებს, არამედ ხელს უწყობს ადამიანის უფლებების მყარ დაცვას”, - ნათქვამია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
კანონის მიხედვით, ნებისმიერი პირი, ვინც მონაწილეობას მიიღებს 18 წლამდე ასაკის გოგონას ქორწინებაში, მინიმუმ 15 წლით დაისჯება, 4000 აშშ დოლარით დაჯარიმდება ან ორივე სასჯელი ზომა ერთდროულად იმოქმედებს. ახალი წესებით დასჯა შეეხება ქალიშვილის საქმროს, პატარძლის მშობლებს ან მეურვეებს და ქორწილის ცერემონიალზე დამსწრე პირებს.
სიერა-ლეონეს ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 18 წლამდე ასაკის გოგონების მესამედი ქორწინდება. ქვეყანაში დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.
როგორც ცნობილია, სიერა-ლეონეში პატრიარქალური საზოგადოებაა და, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ მამამ საკუთარი ქალიშვილი იძულებით დააქორწინოს.
0
0