24/01/2025
21:35
მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, ავსტრალიის დღის წინ, სიდნეიში, ვანდალებმა კაპიტან ჯეიმს კუკის ქანდაკება წითელი საღებავით შეღებეს და დაამახინჯეს. ინციდენტს ავსტრალიის პოლიცია იძიებს. ქანდაკება ბოლო 12 თვის განმავლობაში უკვე მეორედ დააზიანეს.
რენდვიკის [გარეუბანში, სადაც ქანდაკება დგას] ადგილობრივმა საბჭომ ინციდენტს ვანდალიზმი უწოდა, რომელიც "საზიანოა საზოგადოებრივი შერიგების მცდელობისთვის". საბჭოს მრჩეველმა კაროლინ მარტინმა სიდნეის რადიოსადგურ 2GB-ს განუცხადა, რომ ვანდალებმა ასევე ქანდაკების ერთი ხელი, სახის და ცხვირის ნაწილები დააზიანეს.
კაპიტან ჯეიმს კუკის ქანდაკება სიდნეიში 1874 წელს დაიდგა.
ავსტრალიის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 26 იანვარს აღინიშნება - 1788 წელს, სიდნეის მცირე უბეში ბრიტანეთის პირველი ფლოტის მიერ ღუზის ჩაშვების შემდეგ. ბევრი ძირძველი ავსტრალიელის თქმით, ეს თარიღი მათთვის მტკივნეულია.
0
0