
“სიცოცხლის ამ ნაპერწკლების ჩუქების მერე კითხვა არავის უნდა ჰქონდეს, რა მაგია აქვს ფეხბურთს და რა მუხტის გადაცემა შეუძლია ასეთ გამარჯვებებს სრულიად ერის მორალური და ფსიქიკური მხნეობისთვის” - ასე ეხმაურება ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე საქართველოს ნაკრების პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრების დაამარცხებასა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.
“გარინჩას უმშვენიერესი კოჭლობიდან და რონალდინიოს სამბას ილეთებიდან მოყოლებული მჯერა, რომ რიტმის გრძნობასთან მჭიდრო კავშირშია ფეხბურთი და ყოველგვარი სხეულებრივი ინტელექტი, ტვინიდან ფეხის ტერფამდე იმპულსის გადაცემის სისწრაფე. სიცოცხლის ამ ნაპერწკლების ჩუქების მერე კითხვა არავის უნდა ჰქონდეს, რა მაგია აქვს ფეხბურთს და რა მუხტის გადაცემა შეუძლია ასეთ გამარჯვებებს სრულიად ერის მორალური და ფსიქიკური მხნეობისთვის” - წერს ფანჯიკიძე.
0
0