-share.jpg)
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას გამოეხმაურა.
„უკუნ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ნათლად ხედავს ამ ტერორისტულ აქტებს.
მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არცერთი სამხედრო ობიექტი. გათიშულია ხარკოვისა და დონეცკის ოლქები.
წაიკითხეთ ტუჩებით: გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. სინათლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. წყლისა და საკვების გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი არ არის, როგორც თქვენთან „მეგობრობა და ძმობა“.
მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენ გვექნება გაზი, სინათლე, წყალი და საკვები და რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით თქვენ გარეშე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0