
საქართველოს პარლამენტის წევრი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც რუსი პოლიტოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.
"სიჩუმე -დუმილი , აი ეს არის ჩემი რეაქცია , იმ დიდი ბოროტების საზიზღრობის მიმართ ვისაც დუგინი ჰქვია, არც ეს მისი შვილი აკლებდაო, დიახ . ჩემი რეაქცია ამ აფეთქების გამო კი ასეთია , სიჩუმე -დუმილი, მაგრამ არც ნიშნისმოგება, არც კანონზომიერებაზე საუბარი, არც სამძიმარი , არც არანაირი წუხილი, არც, არც, არც - ეს უფლის საქმეა, ეს იმ კოსმოსური დიდი ენერგეტიკის ( ცოდვის) ტრიალია .
მე ახლა ვფიქრობ მხოლოდ "სიჩუმეზე", რომელიც ხმაურზე ბევრად ძლიერია შემზარავია და შემზარავია უკვე მთელი შეშლილი სამყარო , კითხვა -პასუხზე აღმოცენებული ,დატრიალებული დიდი ცოდვები, რომლითაც დედამიწა ძლიერ შეწუხდა და დამძიმდა.
ახლა კი ერთი წამით, კარგი იქნებოდა ყველასთვის, როგორც მამაჩემი ჯანსუღი იტყოდა :
"ყური მიუგდე მეგობარო იმ დიდი სიჩუმეს,
იგი სავსეა ტალღის ხმაურით,
იგი სავსეა ტალღის ხმაურით და სინანულით" ....
მგონი ცოტა ხნით უნდა იყუჩოს ადამ და ევას ნაშიერმა ....."
0
0