
აშშ-მა შეწყვიტა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული სადაზვერვო მონაცემების გაზიარება დასავლელ პარტნიორებთან, რომლებიც „ხუთი თვალის“ ალიანსში შედიან. ამის შესახებ “სიბიეს ნიუსი” ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედია წერს, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა რამდენიმე კვირის წინ დირექტივა გამოსცა, რომელშიც ნათქვამია, რომ არ გადასცენ აშშ-ის მოკავშირე სადაზვერვო უწყებებს ინფორმაცია, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხება.
„სიბიეს ნიუსის“ ცნობით, 20 ივლისს გაბარდის მიერ ხელმოწერილი განკარგულება სააგენტოებს ავალებდა, რომ ინფორმაცია არ გაეზიარებინათ „ხუთი თვალის“ ალიანსთან, რომელშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია.
ამასთან, როგორც მედია წერს, დირექტივა ხელს არ უშლის დიპლომატიური ინფორმაციის გაცვლას, რომელიც მოლაპარაკებებთან კავშირში არაა.
0
0