
ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას და მომსახურების გაუმჯობესებას. ერთ-ერთი ახალი სერვისი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, პინ-კოდის ვადის დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე გაგრძელების სერვისია.
სოციალური ტიპის ბარათზე პინ-კოდის ვადის გაგრძელების ფუნქცია ID ბარათის ან ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირებისთვის არის ხელმისაწვდომი და საჭიროა მხოლოდ ვიდეო კამერით აღჭურვილი ნებისმიერი სმარტფონი ან კომპიუტერი.
„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი განახლებული სერვისი შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს. სოციალური ტიპის ბარათებზე პინ-კოდის ვადის დისტანციურად, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე გაგრძელების სისტემის დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. იდენტიფიკაციის პროცესი შესაძლებელია ნებისმიერი სმარტფონიდან, ინტუიციური და მარტივია. ამავდროულად, სისტემაში მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებია გათვალისწინებული.“ – დავით მესხიშვილი, სოციალური პროექტების მართვის განყოფილების უფროსი.
ბარათზე პინ-კოდის ვადის გაგრძელების დეტალური ინსტრუქცია ლიბერთის ოფიციალურ ვებ გვერდზეა ხელმისაწვდომი: libertybank.ge
ლიბერთი ქვეყნისერთ-ერთიუმსხვილესი კომერციულიბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირსდა 50 000-ზემეტ მცირედა საშუალობიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარსშეადგენს დადასაქმებულია 5000 -ზემეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნისმასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურებისცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოსყველა რეგიონსადა მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიულიპირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისებიდა დისტანციურიმომსახურება.
0
0