ეროვნული ბოტანიკური ბაღი, სკოლის მოსწავლეებს სიახლეებს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ბაღის ადმინისტრაცია საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ეროვნული ბოტანიკური ბაღის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობისთვის და მათი ბიომრავალფეროვნების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 6 თებერვლიდან ახალი პროექტი ''ეკო-მკვლევარი'' დაიწყება, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებში, სხვადასხვა სახალისო-სასწავლო კომპონენტების მეშვეობით ბიოლოგიასა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებაში დაეხმარება
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს
🔬 მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა 2 საათის განმავლობაში ბოტანიკური ბაღის სივრცეში გაიარონ პრაქტიკულ-თეორიული კომპონენტებით დატვირთული სპეციალური პროგრამა, რომელიც რამდენიმე ეტაპად იყოფა და მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
- - -
I ნაწილი - ლაბორატორიული სამუშაოები
ლექცია-სემინარი მიკრო და მაკრო ორგანიზმების შესახებ, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მიკროსკოპების მეშვეობით დააკვირდნენ, როგორც მზა პრეპარატებს, ასევე თავად შექმნან ისინი და შეიმეცნონ მიკრო სამყარო
- - -
II ნაწილი - მცენარეთა ევოლუცია, მცენარეებზე დაკვირვება
სემინარი მცენარეთა ევოლუციისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული წიწვოვან და მარადმწვანე ფოთლოვან მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ. მოსწავლეები გაეცნობიან გირჩებს, ფოთლებსა და მათ ნაირსახეობებს
- - -
III ნაწილი - წიწვოვან მცენარეთა კოლექცია
მოსწავლეები ბოტანიკური ბაღის წიწვოვან მცენარეთა კოლექციას დაათვალიერებენ, სადაც სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან და მიღებულ თეორიულ ცოდნას ბოტანიკურ ბაღში არსებულ მცენარეებზე დაკვირვებით გაიღრმავებენ
- - -
🗓️პროექტი დაიწყება 6 თებერვალს
🕑 შეხვედრები ჩატარდება ბოტანიკურ ბაღში ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე
კურსს გაუძღვებიან ბაღის სპეციალისტები
მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა - 25 მოსწავლე
🔘 პროექტში მონაწილეობა - ჯგუფზე 80 ლარი + ბოტანიკურ ბაღში ბილეთის შემოსვლის საფასური (მოსწავლეები 50 თეთრი, ზრდასრულები, მათ შორის მასწავლებელი 4 ლარი)
📋 აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია
რეგისტრაციისა და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
☎︎ 0322 18 00 61
✉︎ education@nbgg.ge" - აღნიშნულია ბოტანიკური ბაღის ინფორმაციაში.
0
0