
დეკანოზი, პეტრე კოლხი სოოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"დასჯა არა, როგორც წესი, წაკითხულის გააზრებაში ძალიან გვიჭირს… ასეც რომ იყოს, ვისთვის რა არის დასჯა… ესეც ძალიან პირობითია, თუმცა მე ვარ სასულიერო პირი და როგორც კი ჩამოვალ საქართველოში, აუცოლებლად ვაპირებ მისვლას მღვდელმთავრებთან…
ჩემთვის სხვა რამ უფრო საგანგაშოა… ჰოდა, ახლა ეს მინდა გითხრათ…
ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო, ვისთვისაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებით, ერისკაცი დაიბარეს, ბოდიში მოახდევინეს და პირობაც ჩამოართვეს, თუ იგივეს გაიმეორებს, დაისჯება უზიარებლობით…
სია მაქვს, ვინც გამუდმებით მლანძღავს, მთათხავს, შეურაცხყოფას მაყენებს და არ მიყენებს მკვდარ და ცოცხალს, ამ სიას გადავცემ ე.წ. ზმეობრივ კომისიას, იმედია გამოიჩენენ ჰუმამიზმს და მათ შუამავლობით ბოდიშსაც მომიხდიან…. ნუ, აქვე გეტყვით, რომ კომიკურია, ღმერთმა ქნას ვცდებოდე…
ჰოდა, ეს ტენდენციური, სუბიექტური და შერჩევითი მიდგომები მაგიჟებს…
აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის მთავარი ღირებულება… ჩემთვის ეს არის დასჯა, როცა ჩემს პრინციპებს საფრთხე ემუქრება…. მის გარეშე უფრო ვარ დასჯილი…
ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ!", - წერს პეტრე კოლხი.
ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს შუამდგომლობით მიმართა, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ყოველგვარი მღვდელმოქმედება შეუჩეროს.
"მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.
კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ", -აღნიშნულია განცხადებაში.
0
0