
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრთან მოსტაფა მადბულთან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ისრაელ-ღაზას ომში ცეცხლის შეწყვეტა გადაუდებელი ამოცანაა.
როგორც BBC-ი წერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლის დაწყებამდე ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში თავისი გავლენის გაფართოებაზე მუშაობდა.
2023 წლის დასაწყისიდან, ჩინეთი თავის ძლიერ კონკურენტებს - ირანსა და საუდის არაბეთს - შორის მაღალი რანგის მოლაპარაკებებს შუამავლობს.
ჩინეთმა, 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დაგმობისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საზიანო ქმედებებს.
აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა და ზარალის მოცულობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია. პალესტინისა და ისრაელის ოფიციალური პირები აფეთქებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
0
0