
ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერების და „კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ ავრცელებს.
შეთანხმებას ვლადიმერ პუტინის პეკინში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
როგორც „ბიბისი“ წერს, საერთო ჯამში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა 20-ზე მეტი დოკუმენტს, მათ შორის ვაჭრობასა და ტექნოლოგების სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა „სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს დონეს“ მიაღწია. მისივე თქმით, ორი ქვეყანა ერთმანეთს ურთიერთპატივისცემით ეპყრობა, როგორც თანასწორებს და ერთმანეთისთვის სტრატეგიულ დასაყრდენებად უნდა დარჩნენ.
„ჩინეთმა და რუსეთმა ასევე მტკიცედ უნდა შეასრულონ პასუხისმგებლიანი დიდი ძალების როლი, რათა დაიცვან საერთაშორისო სამართლიანობა და წინააღმდეგობა გაუწიონ ყველა ცალმხრივ ზეწოლას და ქმედებას, რომელიც ისტორიას უკან აბრუნებს“, – განაცხადა სი ძინპინმა.
0
0