
ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მედიის ცნობით, მათ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს გერმანიასთან, რათა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში ახალი ფურცელი გადავშალოთ, რაც დაეხმარება ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაში და გლობალური ეკონომიკის სტაბილურ ზრდას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ამასთან, ფრიდრიხ მერცის პრესსპიკერის განცხადებით, ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ გლობალური გამოწვევების დასაძლევად.
„კანცლერმა ხაზი გაუსვა სამართლიანი კონკურენციისა და ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას“, – აღნიშნა მერცის პრესსპიკერმა.
ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ჩინეთ-გერმანიის სავაჭრო მოცულობამ დაახლოებით 246 მილიარდი ევრო შეადგინა.
0
0