
ოზურგეთში მოხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ "სფეისნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გამოძიება 109-ე და 236 -ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვას გულისხმობს.
“სფეისნიუსის” ინფორმაციით, დაკავებულია 80 წლამდე ასაკის მამაკაცი.
მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამამ შვილს რამდენიმე ტყვია ესროლა.
“სფეისნიუსი” ესაუბრა მერის წარმომადგენელს ნარუჯაში. მან ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ წუთებში, მკვლელობის ადგილზე იმყოფება პოლიცია.
მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.
“კონფლიქტური ოჯახი არ ყოფილა. არ ვიცით რა მოხდა. პოლიცია გაარკვევს” - ამბობს ზვიად მიქელაძე.
მკვლელობის სხვა დეტალები უცნობია.
0
0