
კახეთში, სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში დადანაშაულებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ უნდა განსაზღვროს.
მკვლელობის თაობაზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. ჩხუბი ფულის გამო დაიწყო, დაპირისპირებაში კი 6 ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ჯავედ მამედოვს თავდამსხმელები იმ დროს ჩაუსაფრდნენ, როდესაც ის საქორწილო სუფრას ტოვებდა.
პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, მაგრამ მოკლულის ოჯახისთვის ეს საკმარისი არაა. მამედოვები ჩხუბში მონაწილე ყველა პირის დაკავებას მოითხოვენ.
"შვილი სასტიკად მომიკლეს, 6 კაცი ურტყამდა გამეტებით დიდი ხანი, მერე დანა ჩაურტყამთ. ყველა დასაჭერია! - ამბობს მოკლულის დედა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0