-share.jpg)
თერჯოლაში მომხდარი, სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, 57 წლის მამას დაზიანებები ნაჯახით, საწოლში მიაყენა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მეზობლების განცხადებით, მამის მკვლელობაში ბრალდებულს, 22 წლის ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტებსაც იღებდა. მკვლელობას წინ მამა-შვილს შორის, სიტყვიერი დაპირისპირებაც უძღოდა.
60 წლამდე ასაკის მამაკაცი რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობლები მისი ადგილსამყოფელით დაინტერესდნენ.
არსებული ინფორმაციით, “შვილი, მის მიერ მოკლული მამის ცხედარს მალავდა და მეზობლებს ატყუებდა, რომ სახლში არ არისო.. რამდენიმე დღეა არ მინახავსო…” - ამბობდა მეზობლებთან 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც, ამ დროისთვის უკვე დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.
0
0
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
11/08/2025