
შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ნაციონალურმა საბჭომ, მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მესამე ქვეყნების მიერ, შვეიცარიული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებდა.
კანონპროექტის წინააღმდეგ 98 დეპუტატი წავიდა, 75-მა მხარი დაუჭირა, 2-მა კი თავი შეიკავა.
საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად იარაღის რეექსპორტის დაშვებას 2025 წლის ბოლომდე ისახავდა. მისი მხარდამჭერები თვლიდნენ, რომ შვეიცარიამ მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს უკრაინას და წვლილი შეიტანოს ევროპის უსაფრთხოებაში. მეორე მხრივ, ოპონენტებმა აღნიშნეს, რომ იარაღის არაპირდაპირი მიწოდება პრობლემურია ნეიტრალიტეტის პრინციპების თვალსაზრისით და ეს არის „შვეიცარიის კანონის პატივისცემის საკითხი“.
მანამდე ბერნის მთავრობამ (ფედერალურმა საბჭომ) გერმანიის, ესპანეთისა და დანიის მიერ უკრაინისთვის შვეიცარიული წარმოების იარაღის მიწოდებაზე უარი თქვა.
0
0