14/10/2021
11:01
პოლიტიკა
პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტს, ქალაქ ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებით იწყებს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიმართება შეხვედრები ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისართან, მიშელ ბაშელესთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეიესუსთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებში და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, პროფესორ კლაუს შვაბთან.
15 ოქტომბერს კი საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბერნს ეწვევა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.
დაგეგმილია შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის გი პარმელინის და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.
დაგეგმილია ასევე, საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ბერნში შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ირენ კელინთან.
0
0