შვეიცარია „ვაგნერ ჯგუფის“ წინააღმდეგ სანქციებს აწესებს
20/04/2023
15:53
მსოფლიო
A-
+A
შვეიცარია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ შვეიცარიის ეკონომიკის, განათლებისა და კვლევის ფედერალური დეპარტამენტი იტყობინება.
სანქციების ქვეშ მოექცა რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA FAN, რომელიც ასევე „ ვაგნერის“ მფლობელს ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.
როგორც ცნობილია, „ვაგნერი“ აქტიურ მონაწილეობას იღებს რუსეთის აგრესიულ ომში უკრაინის წინააღმდეგ.
„ვაგნერი“ პასუხისმგებელია იმ ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში ლიბიაში PMC Wagner-ის საქმიანობის დაფინანსებასთან დაკავშირებით დაუწესა.
0
0
207
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%