
შვედეთში რუსეთის საელჩომ ევროპის ქვეყნების რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ყირიმი უკრაინის ტერიტორიად არის მონიშნული.
რუკა ასახავს ბენზინის ფასებს ევროპაში. მისი გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ემინე ჯაპაროვამ განაცხადა, რომ რუსეთმა იცოდა, რომ მას "ყირიმის ნახევარკუნძულიდან გააგდებდნენ". „ყველაფერი, რაც უკანონოა, მყიფეა. ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ტერიტორია”, - დასძინა ემინე ჯაპაროვამ.
როგორც ცნობილია, 2014 წელს, ვლადიმერ პუტინმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია და ანექსიის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ეს ნაბიჯი უკანონო იყო, ხოლო რეფერენდუმის შედეგი საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებულად რჩება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის საელჩომ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ გამოქვეყნებული რუკა დასავლური წყაროებიდან არის აღებული და სიტუაციას არასწორად ასახავს. საელჩომ იქვე გაავრცელა მეორე რუკა, რომლის მიხედვით, ყირიმი უკვე რუსეთის კუთვნილებაშია.
0
0