
შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ზოგადი მდგომარეობის თანდათანობით ცვლილების გათვალისწინებით, ეროვნული საფრთხის დონე ერთი საფეხურით შემცირდა.
,,მანამდე საფრთხის დონე „მაღალი“ იყო, რაც ტერორისტული ან მსგავსი თავდასხმის სერიოზულ რისკზე მიუთითებს. ცვლილება უსაფრთხოების საერთო მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესებას ასახავს. ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების თავდასხმებთან დაკავშირებული საფრთხე გარკვეული პერიოდით შემცირდა“, - ნათქვამია შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა, ქვეყანაში საფრთხე ,,მაღალ’’ დონემდე განსაზღვრა 2023 წელს მას შემდეგ, რაც შვედეთში ცალკეული პირების მიერ ყურანის დაწვამ რამდენიმე ქვეყანაში მუსლიმების აღშფოთება და ჯიჰადისტური მუქარა გამოიწვია.
0
0
თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
30/09/2026