03/11/2022
23:46
მსოფლიო
“დადგა დრო მივიღოთ ფინეთი და შვედეთი, როგორც ნატო-ს სრულფასოვანი წევრები, მათი ალიანსში გაწევრიანება გაგვაძლიერებს,” - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ორმა სკანდინავიურმა სახელმწიფომ თურქეთთან გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის პირობები შეასრულეს, რომელიც საჭირო იყო მათი ალიანსში გაწევრიანებისთვის ანკარის მხარდასაჭერად.
“მე მესმის თქვენი შეშფოთება, მაგრამ ამავდროულად თვალნათელია, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეასრულეს მემორანდუმის პირობები და მზად არიან თურქეთთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის. ფინეთმა და შვედეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს თურქეთთან თანამშრომლობა”, - თქვა ნატოს გენმდივანმა.
თავის მხრივ, თურქმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ზომა ორი ქვეყნის მთავრობის მიერ მართლა მიღებულია და ანკარა ამას მიესალმება, მაგრამ ამავდროულად აღნიშნა, რომ “შეთანხმების ყველა კომპონენტის იმპლემენტაცია არ მომხდარა”.
0
0