14/06/2023
14:46
მსოფლიო
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შვედეთმა სექსი სპორტის სახეობად დაარეგისტრირა და შვედეთის სექსის ფედერაცია სექსში ევროპის პირველი ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავდა, - წერს Deutsche Welle.
ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი გაზეთის The Times of India-ს ვებგვერდზეც ასევე გამოქვეყნდა სათაური: „მალე შვედეთი სექსში ევროპის პირველ ჩემპიონატს უმასპინძლებს“.
მოხსენების თანახმად, შვედეთმა სექსი, როგორც სპორტის სახეობა, ოფიციალურად აღიარა. შეჯიბრი, სავარაუდოდ, 8 ივნისს ქალაქ გეტებორგში უნდა დაწყებულიყო.
”მთელი ეს ინფორმაცია მცდარია. ამჟამად, ზოგიერთ საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სექსის ფედერაცია შვედეთის სპორტის კონფედერაციის წევრი გახდა, რასაც ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ. ცრუ შინაარსის სტატიები შვედური სპორტისა და შვედეთის იმიჯის შელახვის მიზნით ვრცელდება,” - განუცხადა შვედეთის სპორტის კონფედერაციის წარმომადგენელმა ანა სეტცმანმა Deutsche Welle-ს.
Göteborgs-Posten, ერთ-ერთი მთავარი შვედურენოვანი გაზეთი, იუწყება, რომ მთელი ამ დრამის უკან შვედი კაცი, სახელად დრაგან ბრატიჩი [შვედეთის სექსის ფედერაციის პრეზიდენტი] იდგა.
გაზეთის ცნობით, ბრატიჩი რამდენიმე სტრიპტიზ კლუბს ფლობს და მას სექსის სპორტად დარეგისტრირება სურდა.
ბრატიჩიმ შვედეთის სპორტის კონფედერაციის წევრობაზე განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში შეიტანა.
კონფედერაციამ DW-ს დაუდასტურა, რომ მან მართლაც შეიტანა განაცხადი წევრობისთვის, თუმცა მაისში მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
შვედეთის სპორტის კონფედერაციამ კატეგორიულად უარყო ყოველგვარი თანამშრომლობა სექს-ორგანიზაციასთან.
0
0