25/07/2023
13:32
პოლიტიკა
ჩვენ შვება ვიგრძენით, როდესაც მიღებული იყო გადაწყვეტილება ე.წ. უცხოური აგენტების კანონის უპირობოდ გაწვევის შესახებ, მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ჩვენ დაგვარწმუნა, რომ ე.წ. უცხოურ აგენტების კანონის არ იქნება ხელახლა წარდგენილი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი დახურულია.
„დღევანდელი ღონისძიებაც, რომლის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არის იმ ფაქტის საუკეთესო მაგალითი, რომ საქართველოს მომავლის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით, რომლებსაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი ძლიერ ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკი დაესწრო კონფერენციას თემაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ დაესწრო. ელჩის თქმით, შეხვედრაზე განსახილველი თემა მნიშვნელოვანია, რადგან ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის გამოწვევებს.
0
0