
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
ბლინკენმა ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი ძალადობის შემდეგ, ისრაელსა და პალესტინას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„დაძაბულობის განსამუხტად და არა მის კიდევ უფრო გასაღვივებლად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა. პარასკევს {27 იანვარს} მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. ასეთ ქმედებას და მასთან ერთად, ტერორიზმის ნებისმიერი სახის გამოვლინებას, რისი მიზანიც მსხვერპლის ვინაობისგან დამოუკიდებლად უდანაშაულო ადამიანების მოკვლაა, მკაცრად ვგმობთ. შურისძიება სათანადო პასუხი არ არის. ამას მსხვერპლად კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეწირება“ - განაცხადა ბლინკენმა.
0
0