
უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტის, იური ბუტუსოვის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საოკუპაციო არმიის უმაღლესი ოფიცერი, დმიტრო ლისიცკი მოკლეს. მისი თქმით, ეს იყო კიდევ ერთი შურისძიება ილოვაისკისთვის.
„დღეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა შური იძიეს ილოვაისკისთვის - მათ გაანადგურეს 247-ე თავდასხმის პოლკის 1-ლი ბატალიონის მეთაური დიმიტრო ლისიცკი“, - განაცხადა ბუტუსოვმა.
ლისიცკი 247-ე პოლკის ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს მეთაურობდა, რომელიც 2014 წელს თავს დაესხა უკრაინულ დანაყოფებს დონეცკის ოლქში. 2015 წლის იანვარში რუსეთმა ის ამისთვის დააჯილდოვა და გმირის წოდება მიანიჭა.
ილოვაისკის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლაა უკრაინის ისტორიაში. 2014 წლის აგვისტოს ბოლოს, ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების მებრძოლები ოკუპანტებმა ალყაში მოაქციეს და დაბომბეს დერეფანი, რომლითაც, შეთანხმების თანახმად, უკრაინელი მებრძოლები უნდა გასულიყვნენ. შედეგად დაიღუპა 366 უკრაინელი ჯარისკაცი, დაახლოებით 450 დაიჭრა, 300 კი ტყვედ ჩავარდა.
უკრაინაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, ამ ტრაგედიის შედეგად, უკრაინამ ჯამში 1000-ზე ჯარისკაცი დაკარგა. ამავე გამოძიების შედეგების მიხედვით, ილოვაისკის ტრაგედიაში მთავარი დამნაშავე რუსეთის სამხედრო სარდლობაა.
0
0
ჭიათურაში მაღაროელები აქციას მართავენ
04/03/2025
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა
04/03/2025
მასკი ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდებს
04/03/2025