"რელიგიური ფსიქოზი ყველაზე გახშირებული და აქტუალური მოცემულობაა დღევანდელ საქართველოში…" - ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ტქმით, სულიერ ცხოვრებას ყველაზე დიდი ინტელექტი და განათლება სჭირდება, რომ რელიგია მხოლოდ რიტუალის დონეზე არ დარჩეს და ადამიანის შინაგან განვითარებას ხელი შეუწყოს!
"რელიგიური ფსიქოზი ყველაზე გახშირებული და აქტუალური მოცემულობაა დღევანდელ საქართველოში…
იცავენ მძიმე მარხვას, ხშირად შიმშილობენ, ყოველ დილით შეიძლება ყველა ფსალმუნი წაიკითხონ, ასობით კილომეტრს გაივლიან და მონასტრებში ღავისთევის წირვებსაც არ გააცდნენ, მაგრამ შური, აგრესია, ბოროტება, ინტრიგა, ჭორაობა ისე კარგად გამოსდით, ხარისხს დაიცავენ.
ეს არის თანამედროვე, არასწორად აღზრდილი ე.წ. მრევლის დამახინჯებული სულიერი მდგომარეობა.
შენიშვნასაც არავინ აძლევთ, მერე აღარ მივლენ ტაძრის კარებთან ხელდამშვენებულები…
იმდენად ზედაპირული და მოჩვენებითი გახდა ქრისტიანული ცხოვრება, ვისაც მართლა გულით სწამს, ასეთ რიტუალებს ემიჯნება და რჩება თავისთვის…
სულიერ ცხოვრებას ყველაზე დიდი ინტელექტი და განათლება სჭირდება, რომ რელიგია მხოლოდ რიტუალის დონეზე არ დარჩეს და ადამიანის შინაგან განვითარებას ხელი შეუწყოს!.." - წერს პეტრე კოლხი.
0
0