
პაატა ელოდებოდა, რომ სასახლესთან სპეცრაზმი მათ მხარეს გადმოვიდოდა, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პაატა საჯაროდაც ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები და რობოკოპები გამოდიან კონტაქტზე ორგანიზატორებთან და უნდათ ხალხის მხარეს გადმოსვლა, რადგან ყველაფრით არიან დაღლილებიო“, – აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძე ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე.
„პაატა დარწმუნებული იყო, რომ გდდ-ის თანამშრომლები გადავიდოდნენ ხალხის მხარეს. ეს არ მოხდა, მოხდა უარესი რაღაც, ღობე, რომელიც ორ ბეტონის ბოძს შორის არის ჩამაგრებული რკინით, ხუთმა თუ ათმა ახალგაზრდამ მოაძრო ერთ წამში. ფაქტია, რომ ხალხის მასა არ იყო აგრესიულად განწყობილი, ვინაიდან სასწაული მოხდა და ეს ღობე ჩამოინგრა, რამდენიმე ადამიანის მეშვეობით, მაგრამ თითქმის, არცერთი ადამიანი არ შევიდა შიგნით, არც პოლიციელებს თუ დაცვის თანამშრომლებს არ გაუწიეს წინააღმდეგობა. პაატა ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე“, – განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.
0
0