
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში ორ ქალს და 6 წლის ბავშვს თავს დათვი დაესხა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ბავშვი, რომელსაც ნაკერების დადება დასჭირდა. ექიმების ცნობით, ის ახლა თავს კარგად გრძნობს.
როგორც batumelebi დაზარალებულების მონაყოლზე დაყრდნობით წერს, ისინი გზად დათვის ბელებს გადააწყდნენ, შემდეგ კი, მათ დედა დათვი დაესხა თავს.
„გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა ტორი და მეც გამათრია ბავშვთან ერთად. დამარტყა ტორი და დამითრია ბავშვთან ერთად. მაინც გამოჰკრა ბავშვს ტორი და ყურთან მიაყენა დაზიანებები. 12 ნაკერი დაადეს ბავშვს, მაგრამ ახლა კარგად არის, როგორც ექიმმა გვითხრა. მეც დავზიანდი, ისე მათრია, რომ ძალა აღარ მაქვს, ხვალ მეც უნდა მივიდე ექიმთან.
ჩვენ ჩვენი ვიბრძოლეთ, დათვებმა – მათი. ვიგერიებდით ჯოხით და მერე ბელები რომ მივიდნენ მასთან, დათვიც ადგა და წავიდა ტყისკენ. ასე გადავრჩით“, – უყვება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი დაზარალებული, ვერიკო ზოიძე.
0
0