30/04/2023
11:14
პოლიტიკა
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია.
მონაცემები ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
მისივე ინფორმაციით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო.
„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა.
ახლა კი გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:
№ 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67 %
№41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 24 646 ხმა, 95.33 %
რაც შეეხება საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარ მონაცემებს, შემდეგია:
გურჯაანი -№ 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა
თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა
ახალციხე № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა
ტყიბული
№41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)-1 321 ხმა 86.62 %
№51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი ) 204 ხმა, 13.38 %
ქუთაისი № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 331 ხმა.
მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები შემდეგია:
ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 2 158 ხმა
თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 9 559 ხმა
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იყო წინასწარი მონაცემები იმ 117 საარჩევნო უბნიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
0
0