30/04/2023
12:44
პოლიტიკა
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების შედეგი ცნობილია. წინასწარი ინფორმაციით, ყველა ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა. ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363-მა ამომრჩეველმა მიიღო. ეს იყო პირველი არჩევნები, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოიყენა.
"დათვლილია ყველა - 165-ვე საარჩევნო უბნის შედეგი.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები:
N21 ბესიკი წულეისკირი, "თავისუფალი საქართველო" - 1359 ხმა (4.7%);
N41 გიორგი ხახუბია, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 27553 ხმა (95.3%).
საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგები წინასწარი მონაცემებით ასეთია: გურჯაანი: N41 ზურაბი მუხულიშვილი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 1347 ხმა;
თიანეთი: N41, იოსებ მათურელი, "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" – 345 ხმა;
ახალციხე: N41 როინი ნებაძე, "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ – 463 ხმა;
ტყიბული: N41 გიორგი კერესელიძე "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" – 1322 ხმა (86.63%);
N51გიორგი გაგოშიძე, "საინიციატივო ჯგუფი" - 204 ხმა (13.37%);
ქუთაისი: N41 მიხეილი გიორგაძე, "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" – 5396 ხმა.
რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები არის შემდეგი:
ცაგერი: N41 ლევან ზალკალიანი, "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" – 4825 ხმა;
თერჯოლა: N41 მანუჩარ რობაქიძე "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" – 11511 ხმა,"-განაცხადეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.
0
0