
თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ოპტიმიზმი გამართლდა.
“რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატის კონტროლისკენ მიისწრაფვიან; პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ "გიგანტურ წითელ ტალღას", თუმცა სამშაბათს ღამით ეს არავის შეუნიშნავს. დემოკრატების თითოეული დაკარგული მანდატი მტკივნეულია, მიუხედავად ამისა, ყველაფერი კარგად იქნება. მე ისევ ვაპირებ 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობას,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ბაიდენმა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის რესპუბლიკელებთან იმუშაოს და მომავალ კვირას ორპარტიულ მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.
„ამერიკელმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ ისინი რესპუბლიკელებისგან ასევე მოელიან ჩემთან თანამშრომლობას,“ - დასძინა პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მას სჯერა, რესპუბლიკელების მიერ წარმართულ ნებისმიერ გამოძიებას ამერიკელი ხალხი „კომედიად“ განიხილავს.
0
0