"შუადღე პუტინის წინააღმდეგ" - პუტინის საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღეს ამ სახელწოდებით მოსკოვსა და რუსეთის ზოგიერთ რაიონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ, რომ გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ერთდროულად შეკრებილიყვნენ პუტინის წინააღმდეგ ხმის მისაცემად ან კენჭისყრის ჩასაშლელად.
იდეა ეკუთვნის სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილ დეპუტატს "იაბლოკოდან," მაქსიმ რეზნიკს. მას მხარს უჭერდა არაერთი ოპოზიციონერი, მათ შორის, ალექსეი ნავალნი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.
როგორც გამოცემა "მედუზა" წერს, მოსკოვში ხალხმა საარჩევნო უბნებზე შეკრება 12:00 საათიდან დაიწყო. რიგებია მოსკოვის ცენტრალურ რაიონებში და ცენტრის გარეთაც. მოსკოვის პროკურატურა მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი 15 მარტს დაიწყო და დღეს სრულდება. არჩევნები ფედერაციის ტერიტორიის გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარეობს. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიიდან, ვლადისლავ დავაცვევინო „ახალი ხალხის“ პარტიიდან და ნიკოლაი ხარიტონოვი „კომუნისტური“ პარტიიდან.
პუტინის ხელახალი არჩევა მის მმართველობას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.
0
0