
ჩინეთიდან ევროპაში შუა დერეფნის გავლით მე-20 000 მატარებელი გაემგზავრა.
მატარებელი ჩრდილოეთ ჩინეთის, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ ოლქში, ერენჰოტის რკინიგზის სადგურიდან გავიდა. მატარებელს 55 კონტეინერი გადააქვს.
შუა დერეფანში გადაადგილება 10 000-დან 20 000 მატარებლამდე სულ რაღაც სამ წელიწადში გაიზარდა. 2013 წლის შემდეგ, 10 000-იან ნიშნულს 2022 წელს მიაღწია.
შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.
შუა დერეფანი უზრუნველყოფს გადაადგილებას სახმელეთო გზაზე, რომელიც აზიის აღმოსავლეთ რეგიონებს, მათ შორის, ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს უფრო გრძელი საზღვაო გზების გვერდის ავლით.
0
0