
ბათუმში შტორმის შედეგად დაზიანებულ ბულვარში სალიკვიდაციო სამუშაოები შესრულდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მოხდა დაზიანებული მონაკვეთების შემოსაზღვრა და შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები.
„შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბულვარის მიმდებარედ, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოღებული ნატანით შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება მოხდება. სანაპიროზე შეტანილი იქნება 412 960 კბ.მ პლაჟწარმომქმნელი მასალა“, - აცხადებენ მერიაში.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026