
შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება ევროკავშირის გეგმას, რომლის მიხედვითაც, "დიდი შვიდეულის" ქვეყნები გააფართოებენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინის მხარდასაჭერად. ამის შესახებ bloomberg-ი წერს.
წყაროების ცნობით, გასულ კვირას ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ისინი ამ ინიციატივას, ამ ეტაპზე, არ შეუერთდებოდნენ. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-მ თავისი პოზიცია ბაზრის სტაბილურობისთვის რისკების მოტივით ახსნა. სხვა წყაროს ცნობით, აშშ ამ ეტაპზე, უბრალოდ არანაირ ვალდებულებას არ იღებს.
bloomberg-ის ცნობით, ეს ნაბიჯი ევროკავშირისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ცდილობდა დაერწმუნებინა დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნები, შეერთებოდნენ მის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების გამოყენებას, უკრაინისთვის 140 მილიარდ ევრომდე სესხების უზრუნველსაყოფად.
0
0