18/11/2021
11:21
სამართალი
„ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში.
რესპონდენტებმა გამოკითხვისას უპასუხეს კითხვებს პოლიციის მიმართ ნდობის, ღამით დაცულობის, ბოლო ერთ წელში გადახდენილი ქურდობის, თავდასხმის ან ძარცვის შემთხვევების შესახებ.
2021 წლის კანონისა და წესრიგის გლობალური ანგარიში წარმოადგენს Gallup-ის უახლესი კვლევის შედეგებს, რომელიც 120 000-ზე მეტი სრულწლოვანი მოქალაქის ინტერვიუებს ეფუძნება. გამოკითხვა 115 ქვეყანასა და რეგიონში ჩატარდა. კვლევა ასევე შეიცავს 51 ქვეყანაში ჩატარებული საველე სამუშაოების მონაცემებს.
ორგანიზაცია Gallup ერთ-ერთია იმ 30-მდე საერთაშორისოდ აღიარებულ სუბიექტს შორის, რომლებსაც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები ეფუძნება. 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების ანგარიშის ფარგლებში, Gallup-მა საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით ევროპის თხუთმეტ საუკეთესო ქვეყანაში შეიყვანა, კერძოდ კი, გლობალური გამოკვლევის საფუძველზე – „არის თუ არა გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში“ – საქართველო ევროპაში მე-14 ადგილზე გავიდა“, – აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0