
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, რომელიც თბილისში გარდაცვლილი იპოვეს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განსცხადეს.
უწყების ცნობითვე, ბუავას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.
ცნობისთვის, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს. არაოფიციალური ინფორმაციით, კორპუსში “გაფუჭებული ხორცის მძაფრი სუნი იდგა”, რის გამოც მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს.
აფხაზი ბლოგერი ბინაში შესვლისას მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0
0