04/06/2023
21:57
სამართალი
ბათუმში, რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
კადრები რესტორნის სოციალურ ქსელში ყოფილმა თანამშრომელმა, მარია ზოიძემ გაავრცელა.
შსს-მ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების საფუძველზე, 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
„მე, პირადად, რესტორან რეტროში მენეჯერის პოზიცია მეკავა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევამდეც არ სუფევდა რესტორანში სამართლიანობა და ადამიანური მოპყრობა, მაგრამ მთავარი მაშინ დაიწყო, როცა რუსების შემოდინებიდან მალევე, მოიყვანეს რუსი მიმტანები, რუსი დიზაინერები და რუსი ფსევდო PR-ები, რომლებმაც არც ქართული იცოდნენ, არც ინგლისური და გვიქმნიდნენ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს.
გუშინ კი ბევრად უარესი რამ მოხდა. რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელიით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ სადაც საჭიროა“, - წერს მარია ზოიძე.
0
0