-share.jpg)
დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, უპასუხებს დეპუტატთა შეკითხვებსაც.
რეგლამენტით გათვალისწინებულია კანონმდებელთა პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლაც.
მწვავე კითხვებისთვის ემზადება ოპოზიცია, მათ შორის, იქნება შეკითხვები ნარკოდანაშაულსა და გაზრდილ მიგრაციაზე. უწყების სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას საპარლამენტო უმრავლესობა.
ამასთან, 22 მარტს კი, ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების წინაშე წარდგება საგარეო საქმეთა მინისტრი.
„ოთხშაბათს ვახტანგ გომელაურის მინისტრის საათი გაიმართება. გარდა ამისა, 22 მარტს იქნება ინტერპელაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის, რომელიც საზღვარგარეთ არჩევნების საკითხებს შეეხება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
0
0