
შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გუშინ მაშველებმა 25-ე ცხედარი იპოვეს, ასევე ნაპოვნია ადამიანის სხეულის ფრაგმენტი. ამჟამად დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი.
სპეციალისტების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 84 პროცენტი გადამოწმებულია. დარჩა 26 პროცენტი, რასაც 2 დღე დასჭირდება.
სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გუშინ, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
მისი განმარტებით, დღეისთვის სტრატეგიის შეცვლა და გარკვეული გადაჯგუფება იგეგმება.
სტიქიის ზონაში დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკა 11 პრიორიტეტულ მდებარეობაზე მუშაობს. სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გუშინ ადგილზე კიდევ ერთხელ გაეცნო პარლამენტის თავმჯდომარეც.
0
0