04/08/2023
01:14
საზოგადოება
ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში კერძო სკოლა "რეცას" მოსწავლეები და მასწავლებლები არიან ჩარჩენილები.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორა ვახო აბაიშვილმა განუცხადა, უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან და ელოდებიან მაშველებს, რომლებმაც ვერტმფრენის დახმარების მათი ევაკუაცია უნდა განახორციელონ.
"არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. სადაც ვართ, უსაფრთხოდ ვართ. ველოდებით მაშველებს, ვერტმფრენით უნდა გამოგვიყვანონ. ბევრნი ვართ, 60-მდე",- განუცხადა "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ბოლო ინფორმაციით, მიწის დამუშავების დროს მაშველება 2 ცხედარი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე- მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
ამ დროისთვის უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანილია 152 ადამიანი.
0
0