შოვში გარდაცვლილთა სულის საოხად, საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან - საპატრიარქო
07/08/2023
12:48
საზოგადოება
A-
+A
საქართველოს საპატრიარქო რაჭაში, კერძოდ, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში ტრაგიკულად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად პანაშვიდი იქნება გადახდილი.
„რაჭაში, შოვში, მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს, 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.
0
0
205
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%