
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი შეწყდა.
კვიპროსთან მატჩთან შედარებით „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა სასტარტოში ოთხი ფეხბურთელი შეცვალა, ფაქტიურად 5-3-2 ტაქტიკა აირჩია, რათა ფლანგები გადაეკეტა, უკან ტანმაღალი მცველები დააყენა, ორი საყრდენი და წინ სწრაფი შემტევები. ფრანგის გათვლა გასაგები გახლდათ და იმის იმედიც გვქონდა, რომ ჩვენს გუნდს მეორე ნომრად თამაში უფრო ეხერხება.
შეხვედრის წინ მოსული ნალექი მოედნის დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო და ორივე გუნდს თამაში უჭირდა და მასპინძლები მაკგრეგორმა დააწინაურა. რის შემდეგაც მსაჯმა უამინდობის
გამო შეხვედრა მინიმუმ 20 წუთით შეწყვიტა.
0
0
თელავში ხანძარს 75 წლამდე ქალი ემსხვერპლა
16/02/2026
18 თებერვალს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
16/02/2026