
ორშაბათს, შოტლანდიის მთავრობამ, შოტლანდიის სკოლებისთვის გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც დაავალდებულა სასწავლებლები რათა მათ უზრუნველყონ ბიჭებისთვის და გოგოებისთვის საჭირო ოთახების განცალკევება.
რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ სკოლებში ბიჭებსა და გოგონებს, ბიოლოგიური ნიშნით, უნდა ჰქონდეთ განცალკევებული საჭირო ოთახები. ამავე დროს რეკომენდაციის თანახმად, სკოლებს ააქვთ უფლება ჰქონდეთ ასევე - "გენდერულად-ნეიტრალური საჭირო ოთახიც".
როგორც შოტლანდიის განათლების მინისტრმა ჯენი გილრუტმა ბი-ბი-სის განუცხადა, ამ რეკომენდაციას წინ უძღოდა ორი სასამართლო განაჩენი, რომელიც შოტლანდიის ექვს სასწავლებელს ეხებოდა (შოტალნდიაში სულ ორ ნახევარი ათასი სკოლაა).
ამა წლის გაზაფხულზე, შოტლანდიის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი მშობლების წყვილის სასარგებლოდ, რომელიც მუნიციპალიტეტს უჩიოდნენ. სარჩელში მშობლები ითხოვდნენ, რომ სკოლაში, რომელშიც მათი ბავშვი დადიოდა, ბიჭებისთვის და გოგონებისთვის საჭირო ოთხები განცალკევებულად მოწყობილიყო. ამ სკოლაში იყო მხოლოდ ერთი, საერთო საპირფარეშო
0
0