
ორმაგ სტანდარტზე რომ იდგა ევროპის ძირითადი სახელმწიფოები, ამიტომაც არის, რომ ჩამოიშალნენ მისი მთავრობები - შოლცი სად არის?! როთი?! კრამონი?! ფოტიგა?! კუბილიუსი? სად არიან ჟიგმანტუსები და გიჟმანტუსები?! - ვენაცვალე ტრამპს და მასკს! სამართლიანობა მოდის! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ვისაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ აფინანსებდა, ყველა გამოეთიშა პოლიტიკას.
მან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ კალასი და ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენი ორმაგი სტანდარტის სიმბოლოები არიან.
„ჩემი აზრით, ქალბატონ კაია კალასს ამ თემაზე საერთოდ, საუბარი უნდა აეკრძალოს, იმიტომ რომ არის უსამართლო, არაობიექტური. ორმაგი სტანდარტის სიმბოლოა ქალბატონი და ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენიც. კალასი ჩვენ მოგვიწოდებდა სანქციებზე და შემდეგ ამაზე მთელ ნოტაციას გვიკითხავდა. მისი მეუღლე კი, მე მგონი, დღემდე აგრძელებს რუსეთთან ვაჭრობას, ფულს შოულობს და ჩვენ მოგვიწოდებდა სანქცია დაუწესეთ [რუსეთსო], იმიტომ რომ ეკონომიკა ჩამოგვენგრია. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, როგორც ახლა მივიდნენ დასკვნამდე, რომ სანქციებით ვერაფერ ხეირს ვერ მიიღებდა ევროპა და ვერც ის სახელმწიფო დაისჯებოდა. მაგრამ ეს არ აინტერესებდა, მისი მეუღლე ხომ ფულს აკეთებდა და დღემდე აგრძელებს, მე მგონი. ისევე როგორც ქალბატონი ურსულა. აქ მომიტინგეების მიერ სახელმწიფო უწყებებზე შეტევა, დაწვა, „მოლოტოვის კოქტეილი“ თურმე, სიტყვის თავისუფლება იყო, მაგრამ იგივე მცდელობები რომ ჰქონდათ გარკვეულ ჯგუფებს ევროპაში, გააკეტა კომენტარი, რომ დასაგმობი და მიუღებელია. ეს ორმაგი სტანდარტი უნდა დამთავრდეს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ორმაგ სტანდარტზე რომ იდგა ევროპის ძირითადი სახელმწიფოები, ამიტომაც არის რომ ჩამოიშალნენ მისი მთავრობები. შოლცი სად არის? ბატონი როთი? და კრამონი? ვერც ევროპარლამენტში მოხვდა, ვერც გერმანიაში, თავის პარლამენტში. სად არიან?! ფოტიგა გავისტუმრეთ პოლიტიკური ამბებიდან. კუბილიუსი კოსმოსის შესწავლის ცენტრს მიაბარეს. სად არიან ჟიგმანტუსები და გიჟმანტუსები?! გესმით?! სხვათა შორის, ერთ ნიუანსს გეტყვით, ჩვენი მავნებლები, ვინც არიან „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელსაც აფინანსებდნენ, ყველა პოლიტიკიდან გაიწია, ყველა ჩაირეცხა პოლიტიკურად და საერთოდ გამოეთიშა პოლიტიკას. დაწყებული როთით. კიზინგერი გახსოვთ? მორალს რომ გვიკითხავდა. სად არის კოზინგერი? „მტირალა ბიჭი“ დაარქვეს და საერთოდ გააგდეს ამ იარლიყით. და მენდესი რომ იყო? კორუფცია არის საქართველოშიო, საერთოდ დაიჭირეს კორუფციის მუხლით, დაუმატეს სამშობლოს ღალატი ამერიკელებმა და 20 წლიანი მიუსაჯეს. აი, ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტი. ახლა ჯო უილსონი, გვიფრთხილდი. რაღაცა იციან თქვენზე, ან ამთავრებთ კარიერას, ან რაღა გაქვთ მიქარული, იმიტომ, რომ იმათ აფინანსებენ, ვინც გადის პოლიტიკიდან. როთს აქ, საქართველოში შეუსრულდა 300 წელი მგონი. საერთოდ პოლიტიკიდან გავიდა. როგორც აქ არიან „ნაცმოძრაობა“ უსამშობლოთა ლუზერები, ეგეთ ლუზერ „ტიპებს“ იკრებთ გარშემო როგორც ევროპარლამენტში, ასევე ამერიკაშიც. დამთავრდა. ვენაცვალე ტრამპს და მასკს. სამართლიანობა მოდის! სამართლიანობა დაიწყება ევროპის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლით. სამწუხაროდ, დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ლობისტური კომპანიის მიერ დაქირავებული ლიდერები და რასაც გინდა იმას ლაპარაკობენ. ეს არ არის ევროპული ღირებულება. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ევროპული ღირებულებები ევროპაში," - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საქართველოში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ".
0
0